ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტმა, საახალწლო ღონისძიებას „ახალი წლის დღეები“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, მერიის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, დეკორატიული ფოტოზონები და საახალწლო ინსტალაციები. სპეციალურად მოწყობილ საბავშვო გასართობ სივრცეებში დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობდა. პატარებს თოვლის პაპამ საჩუქრები დაურიგა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეებს სცენიდან მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. საღამო ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტით, ადგილობრივი DJ-ის მუსიკალური კომპოზიციებითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
ყაზბეგში საახალწლო პროგრამის ფარგლებში, 14:00 საათიდან, სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. მიმდინარეობდა გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე ასევე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საღამო კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ამბროლაურში გამართული წინასაახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. საღამოს დასკვნით კონცერტში ამბროლაურელების წინაშე პოპულარული შემსრულებლები: თამარ ობოლაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, თამთა ჭელიძე, გია ნიკოლაძე, ნინი ქარსელაძე, კახა კუხიანიძე, მარიკა თხელიძე და ქუჩის ბიჭები წარდგნენ. მთელი დღის განმავლობაში ამბროლაურის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმო ვითარებაში, ანსამბლ „საგალობლის“ მიერ შესრულებული ქართული მრავალჟამიერის ფონზე აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. დამდეგი შობა-ახალი წელი სცენიდან მიულოცეს შეკრებილ მოქალაქეებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ-ქრისტინა კობახიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.
„ახალი წლის დღეების” ფარგლებში სენაკში ღონისძიება ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო სხვადასხვა დეკორაციები, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი ზრუნავდნენ.
საახალწლო ღონისძიება გალა-კონცერტით და ნაძვის ხის ანთებით დასრულდა ხარაგაულში. ადგილობრივების განწყობაზე კვარტეტმა „რანინამ” და ჯგუფმა „გუფი ლენდმა” იზრუნეს. დღის განმავლობაში ხარაგაულის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, სადაც არაერთი აქტივობა გაიმართა, ხალხმრავლობა იყო. ადგილობრივები პროექტის მნიშვნელობაზე, მის საჭიროებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროექტები ადამიანებისათვის საახალწლო განწყობის შექმნას უწყობს ხელს.
ფოთის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო. სტუმრების საახალწლო განწყობაზე ჯგუფმა „მიქსტურამ" და ,,ღამის შოუს ბენდმა“ გიორგი გაბუნიასთან ერთად იზრუნა. პატარები კი თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა გაამხიარულეს. ფოთში საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
ხალხმრავლობა იყო ჭიათურაში ,კულტურის ცენტრის მიმდებარედ, სადაც მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთო. საახალწლო პროგრამა კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ყვარელში, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ გაანათეს. ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივებთან ერთად აანთო. ახალი ილუმინაციებით სადღესასწაულოდ მორთულია ქალაქის მთავარი ქუჩები და სკვერები. გაიმართა გალაკონცერტი. სცენა თბილისიდან მოწვეულმა შემსრულებლებმა დაიკავეს. მომღერლები ადგილობრივების საზეიმო განწყობაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ზრუნავდნენ.
„ახალი წლის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს მცხეთა-მთიანეთში თიანეთის მუნიციპალიტეტი 24 დეკემბერს, დუშეთი - 26 დეკემბერს, წეროვანის დევნილთა დასახლება - 28 დეკემბერს, ხოლო მცხეთა 30 დეკემბერს უმასპინძლებს.