„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
ფოთში, 16 ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტი ქალაქის სხვადასხვა უბანს მოიცავს და მისი განხორციელება 4 თვეში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ დაათვალიერეს.
,,ჩვენი მიზანია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით სრულად მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, რომლებსაც საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით ვახორციელებთ.“-განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.