მეზობელმა მეზობელი დაჭრა - დავა საქონლის გამო დაიწყო

დაჭრა თელავი

დაჭრა კახეთში - დაჭრილ კაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა.

50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში მეზობელმა მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

კაცი, რომელმაც სავარაუდოდ, გასროლა განახორციელა, დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მამაკაცებს შორის დაჭრით დასრულდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177 და 236-ე -მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.