რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
1767692754
ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი რთული პირობების გამო შიდა სასოფლო საავტომობილო გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ადგილზე არსებულ ვითარებას დილიდან ეცნობიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ლევან ლიპარტელიანი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი.
ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია.
რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, ტექნიკის ინტენსიური მუშაობის მიუხედავად, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ ეტაპზე ჩაკეტილი რჩება 8 სოფელი.
სპეციალური ტექნიკა მუშაობას აქტიურად განაგრძობს დარჩენილი სოფლების მიმართულებით, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ყველა პრობლემური მონაკვეთის თოვლის საფარისგან სრული გაწმენდა.