კურორტ მუაშიდან მთა ზაგარომდე გზის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

მუაში

ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს კურორტ მუაშიდან, მთა ზაგარომდე გზის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

პროექტი რეგიონების განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 110 110 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოები მონიტორინგის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად დაათვალიერა.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე კურორტის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა გადაადგილების პირობები.