„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანიაკეთში, სადაც თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება, 80 წლამდე ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მეხანძრე-მაშველებისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, პაციენტამდე დროულად მივიდა.
აჭარის მთავრობის ცნობით, ადგილზე ქალს გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც იგი უსაფრთხოდ გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების ავტომობილამდე და შემდგომ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.