1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი, ზარალის დამდგენი კომისია, დილიდან ძლიერი სეტყვით მიყენებულ ზარალს ითვლის.
წინასწარი ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა სოფელ ჩუმლაყშია, სადაც ვენახები და ატმის ბაღებია განადგურებული.
მოსავალი დასეტყვილია სოფელ ახაშენშიც, სადაც მოსახლეობა დილიდან შეწამვლის სამუშაოებს ატარებს.
სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები, მირიან ქემაშვილი„პრაიმ თაიმთან“ ამბობს, რომ მოსავლის 70% განადგურებულია.
„მეორედ დაგვსეტყვა უკვე, ძალიან რთული ვითარებაა. განადგურდა ყველაფერი. ახლა შეწამვლას ვაკეთებთ, რომ რამე გადარჩეს და სრულად არ დალპეს. შხამქიმიკატებით დახმარება კარგი იქნებოდა, ბანკიდან აღებული ვალით ვაკეთებთ. ხვალ უფრო კარგად გამოჩნდება, როგორი დაზიანებაა“, - განაცხადა ქემაშვილმა.
ძლიერი სეტყვა კახეთში, წუხელ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოვიდა და თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა. წყალდიდობა იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კადრისწყალში, სადაც საჯარო სკოლა და ქუჩები დაიტბორა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის განმარტებით, რეგიონისათვის სტიქიით მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა, ხვალ გახდება ცნობილი.