1765779758
კახეთში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც აბონენტების ნაწილი ამ დრომდე დენის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. გადახურვის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ზარალის ზუსტი ოდენობა გახდება ცნობილი.











