კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა 3 მარტი ხანდაზმულთა სათნოების სახლის ბენეფიციარ ქალბატონებს მიულოცა

3 მარტი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილთან, მერის მოადგილეებთან - დავით დურგლიშვილთან და გოჩა ვარდიაშვილთან ერთად, ხანდაზმულთა სათნოების სახლ „სავანე“-ში იმყოფებოდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარები მოინახულეს, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, დედის დღე და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.

ხანდაზმულთა სათნოების სახლი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარეობს, სათნოების სახლში, ამჟამად 14 ბენეფიციარია.