5 სახის ლაქა, რომლის მოსაშორებლად ცხელი წყალი არ უნდა გამოიყენოთ

ლაქა

როცა საქმე თეთრეულის რეცხვას ეხება, ცხელი წყალი ოპტიმალურ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს ყოველთვის სწორი არჩევანი არ არის ზოგიერთი ტიპის ლაქის მოსაშორებლად.
სინამდვილეში, ზოგიერთ ლაქაზე მაღალი ტემპერატურა უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელს, „რადგან ცხელი წყლის შემთხვევაში ლაქა უფრო ღრმად ჩადის ქსოვილში. რაც ართულებს მათ მოცილებას,“ – განმარტავს სარეცხი საშუალებებისა და რეცხვის ექსპერტი ჯეკი ეშლი. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ლაქა არ გადაიქცეს მყარ და უიმედო ლაქად, საჭიროა მისი წინასწარ ჩალბობა ცივ წყალში. ასეთ შემთხვევებში ბევრად ეფექტურია ცივ წყალში რეცხვა მსუბუქი სარეცხი საშუალებით. 

ცილოვანი ლაქები
ცილოვანი ლაქები, როგორიცაა სისხლი, ოფლი, რძის პროდუქტები, კვერცხი, დედის რძე და ხორცის წვენი — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლაქებია და მათი მოშორება ყოველთვის ცივი წყლით უნდა დაიწყოთ.

ბალახის და მცენარეული ლაქები
ბალახთან, მიწასთან და ნიადაგთან დაკავშირებული ლაქებიც საუკეთესოდ ირეცხება ცივი წყლით. ეს ორგანული ნაერთებია, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე ცილოვანი ლაქების მსგავსად უფრო ღრმად ჯდება ქსოვილში.

„დაიწყეთ ცივი წყლით გამორეცხვით, რათა თავიდან აიცილოთ ლაქის დაფიქსირება და გავრცელება ქსოვილში,“ – გვირჩევს ექსპერტი. 

მელანი და საღებავები
საღებავებისა და ცხიმოვანი მელნის შემთხვევაში, ცხელი წყალი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას. უმჯობესია, დასვრილი ნივთი გადააბრუნოთ ლაქით დაბლა და ცივი წყლით გარეცხოთ შიგნიდან — რომ თავიდან აიცილოთ პიგმენტის გავრცელება ქსოვილში. საღებავებით დასვრილი ნივთები ყოველთვის ცალკე უნდა გაირეცხოს, სხვა ტანსაცმლისგან დამოუკიდებლად. 

წითელი ღვინო და ტანინებიანი სასმელები
წითელი ღვინისა და ჩაის ლაქები ცნობილია როგორც რთულად ამოსაყვანი ლაქები, და ცხელი წყალი პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. სითბო აყოვნებს ტანინების (ბუნებრივი ქიმიური ნაერთები, რომლებიც ამ ლაქებში გვხვდება) ამოყვანას. წითელ ღვინოს მსგავსად, პომიდვრები და კენკროვანი ხილიც შეიცავს რთულად მოსაშორებელ ნაერთებს.

ცხელი წყალი ასეთი ლაქების ქსოვილში ღრმად შეღწევას იწვევს,  ასეთ შემთხვევაში ეფექტურია შემდეგი საშუალებები: რბილი სარეცხი სითხე, ძმარი და ცივი წყალი.