გურჯაანში ობლად დარჩენილ არასრულწლოვნებს დახმარება სჭირდებათ

გრჯაანი

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ბურდილაძეების ოჯახში სამი მცირეწლოვანი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვები მუდმივად გაჭირვებით ცხოვრობენ.

„სოციალურად დაუცველები არიან, გაჭირვებით ცხოვრობენ. ჯართსაც კი აგროვებენ, დღიურ სამუშაოზე დადიან, რომ როგორმე თავი გაიტანონ. ახლა უბედურება დაატყდათ, ბავშვების მამამ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაცვივდებიან. ამ ოჯახს თანადგომა სჭირდება"- ამბობენ ჩუმლაყში.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვების მამაც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის.

„ბავშვების მამაც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, ოთხნი არიან. წესიერი, მშრომელი ხალხია. ახლა ამ ბავშვების ობლობა კატასტროფაა ამ ოჯახისთვის. უნდა დავეხმაროთ, თანადგომა არ უნდა დავიშუროთ"- ამბობს ოჯახის ახლობელი.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც სამი მცირეწლოვანისათვის საკმარისი არ არის.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი