გორის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს

პიროტექნიკა

გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს, - შესაბამისი ინფორმაცია მერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება", - აღნიშნულია მერიის Facebook-გვერდზე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.

ყოველწლიურად, საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების გამო, საქართველოში ათობით ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ამასთან, პიროტექნიკა ზიანს აყენებს ცხოველებს, ფრინველებსა და ბუნებას.