გომელაური: ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად და შედეგიც სახეზეა, შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა

გომელაური ბორჯომში

ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად, ძალიან მაღალ დონეზე და შედეგიც სახეზეა, შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა, მისმა გაფართოების არეალმა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფება.

მისი თქმით, სტიქია წითელ ზონას არ გასცდენია.

„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ავიაციას დაემატა თვითმფრინავები და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენ მეგობრებს, თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვნად შეეტყო კიდეც. დღეს ქარი იყო და ვერტმფრენებს უჭირდათ ძალიან. დილით იმუშავეს რამდენიმე საათი, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ და აქედან გამომდინარე, ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად, ძალიან მაღალ დონეზე და შედეგიც სახეზეა, შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა, მისმა გაფართოების არეალმა. წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო იქ დღეს გადასული იყო ცეცხლი და იქ იყო ახალ-ახალი კერები. მთლიანად დავათვალიერე, არის კერები, მასშტაბი ტერიტორიის დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. საფრთხე იმისა, რომ ვთქვათ მოსახლეობაზე გადავიდეს, მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები და იქიდან გამომდინარე, რომ გადავიდეს, ამის საშუალება არ არსებობს, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.