გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
1786558006
ფოთში ძლიერი ქარის შედაგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები,მოგლეჯილია ხეები.
ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორონგს ახორციელებენ.
ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.
ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.