ფოთის მერმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ფოთი

ქალაქ ფოთში 368 მოსწავლისათვის ბოლო ზარი დაირეკა. ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა. ,, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გილოცავთ, მეგობრებო. იბრწყინეთ ყველგან, სადაც იქნებით“ - აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.