სახლური ქორწილი ზუგდიდში - მეზობლების ძველებური ფუსფუსი სეფაში
1701360666
ქალაქ ფოთში, წელს მეორედ განხორციელდა პროექტი ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“. მასში, მიმდინარე წელს 11-დან 17 წლამდე ,44 ფოთელი მოსწავლე ჩაერთო.
ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ კინოსკოლის მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სერტიფიკატები.
ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ლექციებს კინოს ისტორიაზე, კინო-საოპერატორო ხელოვნებაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერას და განვითარებაზე, მოკლემეტრაჟიანი სამოყვარულო ფილმის გადაღებაზე.
საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული იქნა 5 დოკუმენტური ფილმი, რომელიც საერთაშორისო კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას.
,,მადლობას ვუხდი თითოეულ პედაგოგს, რომელიც ჩართული იყო ჩვენი ახალგაზრდების სწავლების პროცესში და ასევე ჩვენს მოზარდებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში და შეიძინეს ახალი გამოცდილება. ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს იმ პროექტების და პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას” - განაცხადა ფოთის მერმა.
ახალგაზრდებს თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ჩაუტარეს კვალიფიციურმა და გამოცდილმა პედაგოგებმა. პროექტის მიზანი კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდების ანალიტიკური აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა.