„ერთი დადიანები და მეორე თქვენ...“ - ვის ეკუთვნის სახლი, სადაც გამვლელები ჩერდებიან და ფოტოსესიას აწყობენ

სახლი

„ერთი დადიანები და მეორე თქვენ ზუგდიდში!!! რა სანახაობა, ბრავო და რა შრომა დევს…
გილოცავთ დამდეგს!“, - მსგავს კომენტარს უწერენ და ეხმიანებიან საახალწლოდ მორთულ ხასაიების სახლს სოციალურ ქსელში.

წელს კი სახლის მრავალფეროვან განათებას ეზოს და ირგვლივ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი და დარგული მცენარეების გაფორმებაც დაემატა.

სახლისა და ეზოს მოწყობაში ოდიშის ქუჩაზე ოჯახის ყველა წევრი თანაბრად ღებულობს მონაწილეობას.

სახლს, რომელიც 2008 წელს ააშენეს საოცარი ბაღი აქვს, სადაც ენდემური ჯიშის მცენარეები იწონებენ თავს.
სახლის მეპატრონე კახა ხასაია საერთაშორისო ორგანიზაციაში წლებია მუშაობს და მეუღლის თქმით, სწორედ მას აქვს კარგი გემოვნება და დიზაინის საოცარი ნიჭი.

საახალწლოდ მორთული მედიკო ქორთუშვილის და კახა ხასაიას ბრჭყვიალა და ფერადი სახლი იანვრის შუა რიცხვებამდე ინარჩუნებს სადღესასწაულო იერს.

სახლთან გამვლელები ჩერდებიან და ფოტოსესიას აწყობენ.