დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მარნეულში მეხუთე სართულის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმე რჩება. ბავშვი გვიან ღამით მარნეულიდან თბილისში, „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
შედარებით მსუბუქია 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ის ამ დრომდე მარნეულის „ავერსის" კლინიკაში რჩება.
ტრაგედიის შედეგად დაღუპულია 2 ქალი. აქედან ერთი ორსული - ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. დაშავებული ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც გარდაიცვალა - ერთი ოჯახის წევრები არიან.
„შემოყვანილ იქნა 26 წლის 38 კვირის ორსული ქალი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტი იყო გარდაცვლილი. როდესაც ჩატარდა ექოსკოპია დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა. ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა," - განაცხადა ექიმმა.