ბათუმის ძველ ბულვარში კიდევ ერთი ახალი სარეკრეაციო სივრცე მოეწყო

ბულვარი

კოლონადას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, უკვე მოეწყო ახალი გამწვანებული სკვერი, რომელიც ბუნებრივად აგრძელებს იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერს.

ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში, განახლებულმა სივრცემ პირვანდელი, ავთენტური იერსახე დაიბრუნა და ჰარმონიულად შეერწყა ძველი ბულვარის ისტორიულ გარემოს.

სკვერი მოიცავს კეთილმოწყობილ ბილიკებს, გამწვანებულ ზონასა და საბაღე ინფრასტრუქტურას, რაც ბულვარის ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და მიმზიდველ გარემოს ქმნის.