დიდთოვლობა ხულოში - კადრები ადგილიდან

დიდთოვლობა ხულოში

დიდთოვლობაა ხულოში - მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო დაბაში 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. მესამე დღეა გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იწმინდება როგორც თემებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. პრობლემებია რამდენიმე მიმართულებით. მუნიციპალიტეტში საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

დიდთოვლობის გამო დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები. ამ დროისთვის ელექტროენერგია მხოლოდ ერთ სოფელს არ მოეწოდება. მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში, მიწის მასა ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოიშალა, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება დაახლოებით ერთი საათი იყო პარალიზებული.