იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში და რეგიონში იმოგზაურონ.
მონაწილეობის მსურველებს კამპანიაში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://followajara.ge/.
პირველი ივლისიდან სექტემბერის ბოლომდე, კამპანიაში დარეგისტრირებულ კონტენტ კრეატორებს საშუალება აქვთ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ატარებს. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები, მათ მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა კონტენტმა კი ნახევარ მილიარდამდე წვდომა დააგროვა.
კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის, მონაწილეობის პირობებისა და კრიტერიუმების გაცნობა მსურველებს ვებ-გვერდზე https://followajara.ge/ შეუძლიათ.