გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს:
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღინიშნება ინფექციური დაავადება ჩუტყვავილას ერთეული შემთხვევები, რომელიც საყურადღებოა.
დაავადებას ახასიათებს ტემპერატურის ზომიერი მომატება, კანისა და ლორწოვანის გარსზე თანმიმდევრული ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჩუტყვავილა საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. განსაკუთრებით დახურულ სივრცესა და ოთახებში.
ჩუტყვავილას დაავადების შემთხვევაში ინფიცირებული 9 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლირებული, ხოლო დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში 7-21 დღე შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადება.
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას გთხოვთ, მიმართოთ ოჯახის ექიმს, ინფექციონისტს, რათა დროულად აღმოიფხვრას ინფექციის კერები. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 599 158667“,- წერია განცხადებაში.