ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის ეზოს და ინტერიერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტი პარკის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

თანამედროვე სტანდარტების შენობაში სავარჯიშო, შეჯიბრების ჩასატარებელი სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში სპორტულ ობიექტში სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.

ახალი სპორტული ობიექტი სპორტსმენების სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. ძალოსნობის ბაზაზე სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.