თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან ახალი კადრები გავრცელდა
1762867534
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა სოფელ ტიმოთესუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მამუკა გელაშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე პროექტების დაგეგმილ ვადებში, ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას.
სოფელ ტიმოთესუბნიდან დიდი და პატარა მიტარბის გავლით დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში 2,7 კმ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები.
გარდა ამისა, ტიმოთესუბანში ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები. სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ბორჯომის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, მერის მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რევაზ ლაშხი და გენადი მუმლაძე.