1769957011
კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო
ესპანელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარლოს ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ შეხვედრაში მან ლეგენდარული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ანგარიშით 3:1 დაამარცხა (2-6, 6-2, 6-3, 7-5).
შედეგად, 22 წლის ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, ვინც „კარიერული დიდი სლემი“ შეასრულა.
გასულ წელს ალკარასმა საფრანგეთის ღია პირველობა (Roland Garros) და აშშ-ის ღია პირველობა (US Open) მოიგო, უიმბლდონი კი ორჯერ აქვს მოგებული.











