1749042430
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა ახალდაბასა და სოფელ ყვიბისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ახალდაბასა და სოფელ ყვიბისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სოფელ ყვიბისში, მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს.
დაბა ახალდაბაში კი ასფალტის ახალი საფარი ე.წ. „ნეძვის გზის“ 2.2 კმ-იან მონაკვეთზე იგება.
ამასთან, ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი და სკვერი ეწყობა. პროექტი ტერიტორიის გამწვანებას, ატრაქციონების, ფანჩატურის, გარე განათების სისტემების დამონტაჟებას, წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.