ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი მამუკა გელაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა.
მამუკა გელაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ბორჯომელ ამომრჩევლებს, ყოფილ მერ ოთარ არბოლიშვილს, ასევე მერიის თითოეულ თანამშრომელს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის.
მამუკა გელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომი როგორც ტურისტული ქალაქი, კიდევ უფრო განვითარდება.
ახალარჩეულმა მერმა თანამშრომლებს ასევე წარუდგინა მერის მოადგილეები. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს გიორგი ტაბატაძე, ხოლო მერის ახალი მოადგილე ბიბო პაპიძე იქნება.