ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

გელაშვილი

32 წლის წინ სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

“27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა”- წერს გელაშვილი.