სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.
"ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია. ჩვენი ამოცანაა საქართველოსთვის ბრძოლა. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ქაღალდზე დაწერილი რაღაცა ნებართვა, თუ დოკუმენტი. "ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და იქნება იდეა, ერთიანი, ძლიერი, წელში გამართული, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოსი", – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მივიღეთ გადაწყვეტილება, კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება "ნაცმოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა განაცხადა.