1771789041
ბელორუსიის საპატიო კონსულმა საქართველოში, გაბრიელ აღმსარებლის ტაძარს მინსკში, წმინდა გიორგის ხატი გადასცა
ბელორუსიის საპატიო კონსულმა საქართველოში, ქართველი წმინდანის გაბრიელ აღმსარებლის ტაძარს მინსკში, წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
ირაკლი შიოშვილმა, ქართველი ფერმწერის მიერ შესრულებული ხატი, ტაძრის წინამძღვარს ილია პალჩევსკის პირადად გადასცა.
კონსულის ინიციატივის მხარდამჭერი ბელორუსიის ელჩი საქართველოში, ნიკოლაი რაგაშჩუკი იყო.წმინდა გაბრიელ აღმსარებლის ტაძარი პირველია ბელორუსიაში, რომელიც ქართველი წმინდანის სახელზე აშენდა, ხოლო კონსულის მიერ გადაცემული ხატი, წმინდა გიორგის პირველი ხატია, რომელიც ტაძარში განთავსდა.მამა გაბრიელი მე-20 საუკუნის ქართველი აღმსარებელია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წელს წმინდანად შერაცხა.










