ჩემი ტირილი მთელ საბურთალოს ესმოდა... - ნუგზარ რუხაძის ემოციური ისტორია დედაზე

ნუგზარ რუხაძე

გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრად ნუგზარ რუხაძე იყო მიწვეული, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები გაიხსენა. მათ შორის ისაუბრა  მშობლებზე.

„14 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა. 43 წლის ვაჟკაცი გამოგვეცალა, ამიტომ დავიწყე მუშაობა და ენის სწავლება. არასდროს არ გავჩერებულვარ, სულ ვასწავლიდი ენას. დედაჩემს, რომელიც ადრე დაქვრივდა, 39 წლის ასაკში გვერდით კაცურად დავუდექი. როცა დედა გარდაიცვალა, ჩემი ტირილი, ბღავილი ესმოდა მთელ საბურთალოს. მოვთქვამდი როგორც დედაკაცი დედაჩემს. მომკლა კინაღამ დედაჩემის სიკვდილმა.

ავად იყო, რომ ჩამოვედი, უკვე ძალიან სუსტად. ძლივს დადიოდა ოთახებში ჯოხით, ძილბურანში ვარ და ვხედავ მოდის, მობობღავს ძლივს, ფანჯარასთან მივიდა და ფარდა გადასწია, რომ მე არ შევეწუხებინე მზის შუქს...დედაჩემის სიყვარულით გული ვერ ვიჯერე, სულ წასული ვიყავი.“ - ჰყვება გადაცემაში ნუგზარ რუხაძე.