წიგნის, ღილების, საათების, საჭმლის მომზადების შიში - 10 ძალიან იშვიათი ფობია, რომლებზეც ვერც იფიქრებთ, რომ მათი შეიძლება გეშინოდეთ

ფობია

შეუძლებელია ზუსტად დაითვალოს, რამდენი ფობია არსებობს მსოფლიოში. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა უტოლდება იმ საგნებისა და მოვლენების რიცხვს, რაც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს. თუმცა მეცნიერებმა აღწერეს და სახელიც დაარქვეს დაახლოებით 500-მდე რეალურ ფობიურ აშლილობას.

ფობიები გადარჩენის ინსტინქტის გამოვლინებაა. ზოგი შიში სრულიად საფუძვლიანია და ლოგიკურად აიხსნება - მაგალითად, სიმაღლის ან შხამიანი გველების შიში. თუმცა არსებობს უჩვეულო და უცნაური ფობიებიც, რომლებსაც თითქოს ლოგიკური ახსნა არ აქვთ.

გამოცემა Verywell Mind-მა ჩამოთვალა ყველაზე იშვიათი ფობიები, რომელთა არსებობაც კი ძნელი დასაჯერებელია:

ანთოფობია - ყვავილების შიში;

ქრონომენტროფობია - საათების შიში;

არითმოფობია - გარკვეული რიცხვების შიში;

დენდროფობია - ხეებისა და ტყის შიში;

ბიბლიოფობია - წიგნების შიში;

მაგეიროკოფობია - საჭმლის მომზადების შიში;

ქიონოფობია - თოვლის შიში;

გენუფობია - მუხლების შიში;

ბაროფობია - მიზიდულობის ძალის შიში;

კუმპუნოფობია - ღილების შიში.