ბათუმის ბულვარში უსახური ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში უსახური ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში, სანაპირო ზოლზე განთავსებული ამორტიზებული ღამის კლუბის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული უსახური შენობა ბულვარის იერსახეს მნიშვნელოვნად აზიანებდა, რის გამოც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამუშაოები ასევე ტერიტორიიდან სამშენებლო კონსტრუქციების გატანას ითვალისწინებს.

სადემონტაჟო სამუშაოები, ბულვარის ადმინისტრაციის ჩართულობით ხორციელდება. ტერიტორიის სრული მოწესრიგება უმოკლეს დროში დასრულდება.

აღნიშნული პროცესი, მოქმედი კანონმდებლობით, ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად ხორციელდება და ვიზუალური იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება.