როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
1775592091
ბათუმის ბულვარში, არდაგანის ტბის მიმდებარედ განთავსებული, საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ატრაქციონების მეპატრონეებს ამოეწურათ სანებართვო იჯარის ვადები და მათ არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, ატრაქციონების ტერიტორიიდან გატანის თაობაზე. ამასთანავე, საბავშვო ატრაქციონების ნაწილი ამორტიზებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების სტანდარტებს.
კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესში ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები არიან ჩართულები. სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ბათუმის ბულვარში უნებართვოდ განთავსებული, ამორტიზებული ატრაქციონების სრულად აღებას.
დემონტაჟის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული პროცესი მოქმედი კანონმდებლობისა და ბულვარის განაშენიანების გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ვიზუალური გარემოს გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებას.