მასუდ პეზეშკიანი: ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი დიდი მოწამის, ხამენეის მიერ გაღებული სისხლის შედეგია

მასუდ პეზეშკიანი

ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ გაღებული სისხლის შედეგია.

„ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ირანის ზოგადი პრინციპების გათვალისწინების წყალობით იყო მიღწეული, ჩვენი დიდი მოწამის, ხამენეის მიერ გაღებული სისხლისა და ხალხის ერთობის შედეგია. დღეის შემდგომ ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთად, იქნება ეს დიპლომატიის ველზე, თავდაცვის საქმეში, ქუჩებში ან მომსახურების სფეროში“, - დაწერა პეზეშკიანმა.