ბათუმის ბულვარში საბავშვო კუთხის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ბათუმის ბულვარში საბავშვო კუთხის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის განახლება-რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი კუთხე გაფართოვდა და დაემატა 20-მდე ახალი ხის ატრაქციონი. სრულად განახლდა საბავშვო ინფრასტრუქტურა: მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო პანდუსებით, ბეტონის დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით; დაწყებულია ქვედა და ზედა მოედანზე კაუჩუკის საფარის დაგება.

პროექტის ღირებულება 342 ათას ლარს შეადგენს.