1748324677
ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები და დაკარგულები

5 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა, 6 კი დაკარგულად მიიჩნევა ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ. ინციდენტი შანდუნის პროვინციაში, პესტიციდებისა და ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიგზავნა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.