ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
დაუნის სინდრომის მსოფლიო და ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის ინიციატივით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართულობით გამწვანების ღონისძიება მოეწყო. მოზარდებმა მებაღეებთან ერთად მათი სახელობის, ფიჭვის ხის ნარგავები დარგეს.
ბათუმის ბულვარისათვის ინკლუზიური გარემოს შექმნა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ფიჭვის ხეების დარგვით მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოზე ზრუნვაში და ამავდროულად, გამოეხმაურნენ წლევანდელი საერთაშორისო კამპანიის გზავნილს #ინკლუზიანიშნავს, რომელიც უპირველესად მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას მოიცავს, რადგან შეუძლებელია იზრუნო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ხელშეწყობასა და მათ ინტეგრაციაზე, თუკი მსოფლიოში არ იქნება უზრუნველყოფილი მშვიდობა.
დღეიდან, ზღვისპირა ბაღს მზის შვილების სახელობითი ფიჭვები დაამშვენებს, რომელიც სიმბოლურად სიცოცხლის გაგრძელების, მშვიდობისა და თანადგომის გამომხატველი იქნება.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს ბულვარის ადმინისტრაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.