1751744974
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - არის მსხვერპლი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 65 წლის ქალს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ქალი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ბოსტნეულს ყიდდა, როდესაც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ქალს შეეჯახა.
დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.