1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის მოქალაქე, 3 წლის ელისაბედ სამსონიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საბავშვო ბაღში ჩაირიცხა. აღსაზრდელი დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
პატარა ელისაბედს, საბავშვო ბაღში ზღაპრის გმირების მონაწილეობით საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, ბაღის აღსაზრდელები კი ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე.
ირაკლი ლაზარაშვილმა და მარინა მერაბიშვილმა პატარა აღსაზრდელს წარმატებები უსურვეს, მისი ოჯახის წევრებს კი მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვეს.
ელისაბედი, და-ძმებთან და დედასთან ანნა სამსონიძესთან ერთად, სოფელ აწყურში 23 მარტს, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოდან ჩამოვიდა. იგი, დღეიდან საბავშვო ბაღში, ხოლო უფროსი და-ძმები ნანული, ვალერი და სოფია სამსონიძეები სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. ბავშვების მამა წარმოშობით სოფელ აწყურიდან არის და წლებია ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს. საომარი მოქმედებების გამო, ბავშვები მშობლებმა საქართველოში ჩამოიყვანეს.