ასპინძაში სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ასპინძაში სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ასპინძაში აქტიურად მიმდინარეობს სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა, მერიის შესაბამისი სამსახურისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მინი სტადიონი ხელოვნური საფარით და ლითონის ღობით.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება