გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
პროკურორებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ-ს“ თანამშრომლებს, შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს და მოსახლეობას ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.