ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

სტადიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და  ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის,  სოფელ  სხვილისში  და ქალაქ  ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე  და რუსთაველის ქუჩა  №125-ში, ახალი  ხელოვნურსაფარიანი სპორტული  მოედნების მშენებლობა დასრულებულია.  აღნიშნულ დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები უკვე სარგებლობენ  თანამედროვე სტანდარტების მქონე  სპორტული ინფრასტრუქტურით.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფლებში სვირში, მინაძეში, ელიაწმინდაში, აწყურში, ღრელში, ზიკილიასა და მეორე შახტის დასახლებაში.