ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, უკიდურესად შეჭირვებულ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ბენეფიციართა ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.
პროგრამით გათვალისწინებულ, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს 246 ოჯახი, მათ შორის 96 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
აღნიშნული დახმარება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, შეჭირვებული ოჯახებისათვის ყოველკვარტალურად, ხოლო დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ გაიცემა.
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039