ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვარლამ წიკლაური სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს ესტუმრა

ვარლამ წიკლაური

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს ესტუმრა. ვარლამ წიკლაურმა ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებსა და თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იმსჯელა სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აღსანიშნავია, რომ სვირში, ბოგაში და ტატანისში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოწესრიგდა მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხიც. მოსახლეობა უკვე ახალი სამარშრუტო მიკროავტობუსით სარგებლობს.

„ვიმყოფებოდით სვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, შევხვდით მოსახლეობას. ძალიან თბილი, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. გავეცანი მათ საჭიროებებს, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს სოფლებში. დავპირდი, რომ მათი ჩართულობით და ერთობლივი მუშაობით უფრო მეტად განვავითარებთ ჩვენს ახალციხეს და ჩვენს მუნიციპალიტეტს“, - აცხადებს წიკლაური.