პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიმდინარე წლის იანვარი-მარტის თვეებში, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 1207 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 238 ათასი ლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 857-მა ბენეფიციარმა, 84 930 ლარის ოდენობით. მათ შორის: ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ მიიღო 51 ოჯახმა, ფულადი დახმარების სახით გაიცა 20 900 ლარი; შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარებით ისარგებლა 150 ოჯახმა, რისთვისაც 22 500 ლარი დაიხარჯა; იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სოციალური დახმარება მიიღო 96 ოჯახმა 14 400 ლარის ოდენობით; უხუცესთა სოციალური დახმარება ქვეპროგრამით ისარგებლა 2 მოქალაქემ, ფულადი დახმარების სახით გაიცა 1000 ლარი; შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 332 ბენეფიციარმა, 13 120 ლარის ოდენობით; ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა 185 ბენეფიციარმა. ობოლ ბავშვთა და მარჩენელდაკარგულთა სოციალური დახმარება გაეწია 13 ბენეფიციარს, დახმარების სახით გაიცა 1560 ლარი. თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა დახმარების პროგრამით ისარგებლა 21 ბენეფიციარმა, რასაც 14 400 ლარი მოხმარდა და სხვა.
გარდა ამისა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებით ისარგებლა 552 ბენეფიციარმა, დაფინანსების სახით გაიცა 259 056 ლარი. მათ შორის: სამედიცინო კვლევების დაფინანსებით ისარგებლა 77 მოქალაქემ, 22 159 ლარის ოდენობით; გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების დაფინანსებით ისარგებლა 175 მოქალაქემ, 95 555 ლარის ოდენობით; ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა 131 ბენეფიციარს, 91 128 ლარის ოდენობით; სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 16 მოქალაქეს, 4670 ლარის ოდენობით; ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 10 პირმა, 3283 ლარის ოდენობით; ქრონიკული დაავადების მქონეთა მედიკამენტოზური პაკეტით " ისარგებლა 22 პირმა, დაფინანსების სახით გაიცა 4 625 ლარი; სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით დაფინანსება მიიღო 121 ბენეფიციარმა, 37 635 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 640 200 ლარია გათვალისწინებული. მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის 7 ქვეპროგრამით და 20 სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.