ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

მარნეული

ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და ადგილობრივი შემსრულებლების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები.

„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების კულმინაციისას 17:10 წუთზე ქალაქებში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა.

პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. 26 მაისის აღნიშვნა გალა კონცერტით დასრულდა, სადაც სახელმწიფო ჰიმნთან ერთად, ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შესრულდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.