ირანის პრეზიდენტის შვილი ინფორმაციას ავრცელებს
1772284415
ირანში მიმდინარე მოვლენები ღრმად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ავრცელებენ.
„ჩვენ რეგიონში პარტნიორებთან კონტაქტში ვრჩებით. რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი რეგიონში საკუთარი მოქალაქეების მხარდასაჭერად ყველა შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.
„ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.