ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები... - გურამ დადიანიძის ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს
1788120522
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღესასწაულის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში საზეიმოდ გაიხსნა მოქანდაკე დავით ბოლქვაძის მიერ შექმნილი გამოჩენილი ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობრისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერისძის ძეგლი, რომელიც დაბა ხულოს განახლებულ სკვერში განთავსდა და რომლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები,ასევე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.
„ტბელობის“ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა სოფელ ხიხაძირში გაგრძელდა, სადაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მიმართა. ადგილობრივებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რენარ ბოლქვაძემ და სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში არქიტექტურულ სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოთარ შავაძეს პრემია გადასცა.
დღესასწაული ადგილობრივი ანსამბლების - „ბერმუხას“ „ხელგაშლილას“, „არგინეთის“ და სხვა შემსრულებლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.
„ტბელობის“ სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.