2 მეტრზე დიდი და 69 კილო - ზუგდიდში გიგანტური ლოქო დაიჭირეს

ლოქო

ზუგდიდელმა, მოყვარულმა მეთევზემ მამუკა ყურაშვილმა, სენაკში მდინარე ტეხურაში დიდი ზომის ლოქო დაიჭირა, რომელიც დაახლოებით 69 კილოგრამს იწონის და სიგრძეში 2 მეტრი და 23 სანტიმეტრია.

ყურაშვილის თქმით, ლოქო ანკესის გამოყენებით დაიჭირა. მანვე განმარტა, რომ ისინი დიდი ზომის თევზების დასაჭერად შესაბამის ანკესებს იყენებენ, რომლითაც 100 კილოგრამი წონის თევზის დაჭერაც შეუძლიათ.

"ორი დღეა აქ რომ ვარ და მეგობრებს შევპირდი,რომ დაბადების დღეზე დავიჭერდი თევზს და ყველას ვეპატიჟებოდი ბუნებაში. ხვალ მაქვს დაბადების დღე. ასე რომ,შენაპირები ავასრულე და ველოდები ყველა ჩემს მეგობარს. ანკესით ნახევარი საათი ამომყავდა წყლიდან,ერთად დავიღალეთ მე და თევზი. უკვე დავჭერით,დავაფასოვეთ. სამ მაცივარში გავანაწილეთ. თევზის უხაც მოვამზადეთ ბუნებაში. ასე რომ ხვალ ყველა ჩემს მეგობარს ვეპატიჟები.",-უთხრა "პრაიმტაიმს" ყურაშვილმა.